40-მა ქვეყანამ შესაძლოა ოლიმპიურ კომიტეტს ბოიკოტი გამოუცხადოს. პოლონეთის სპორტის მინისტრის, კამილ ბორტნიჩუკის განცხადებით, გადაწყვეტილებას ქვეყნები იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რუს და ბელარუს სპორტსმენებს პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლებას მისცემს. პოლონეთის სპორტის მინისტრის განცხადებითვე, 40 ქვეყნის შესაძლო კოალიციაში აშშ, კანადა და დიდი ბრიტანეთიც მოიაზრება.