გერმანია უკრაინას „ლეოპარდ 1“-ის ტიპის 88 ტანკს გადასცემს. გერმანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც მთავრობის ინფორმაციას ეყრდნობა, ნათქვამია, რომ „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკების ძველ მოდიფიკაციებს უკრაინა რემონტის შემდეგ გერმანელი მწარმოებლისგან 100 მილიონ ევროდ შეისყიდის.