მსოფლიოში ცნობილი, გავლენიანი ჟურნალისტები, ღვინის ექსპერტების ვიზიტი საქართველოში და 50 საუკეთესო ქართული ღვინის დეგუსტაცია. ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯიღაურას სამეცნიერო კვლევით ცენტრს სტუმრობდნენ, სადაც ქართული ვაზის ჯიშებსა და ღვინის წარმოების შესახებ, ინფორმაციას გაეცნენ.