ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად შტაბები შეიქმნება, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. როგორც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა აღნიშნულთან დაკავშირებით ჩალაძესთან კონსულტაციები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და პარტია სრულად შტაბების ფუნქციონირებასა და ხელშეწყობაში იქნება კონცენტრირებული. ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, შტაბი ზეპარტიული იქნება და მასში გაწევრიანება ყველა იმ ადამიანს შეეძლება, ვისთვისაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი მნიშვნელოვანი.