მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები იყვნენ შეკრებილები. ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები კვლავ სააკაშვილის რთულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა ყოველდღიურად მძიმდება და ეს წინა სასამართლო პროცესზე მთელმა მსოფლიომ იხილა. რაც შეეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ მოლოდინებს, ექსპრეზიდენტის თანამოაზრეები პოზიტიურ მოლოდინებზე არ საუბრობენ, რადგან მიაჩნით რომ საქმე პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან აქვთ და ახლა მოსამართლეზეა დამოკიდებული ის სასამართლოში არსებულ კლანს შეეწინააღმდეგება, თუ ექსპრეზიდენტის სიკვდილში საკუთარ წვლილს შეიტანს.