დღიური რაციონის მკაფიოდ შემცირება და სხვადასხვა ექსპრეს დიეტების გამოყენება, წონის სწრაფი კლებისთვის გვეხმარება, მაგრამ საბოლოო ჯამში ორგანიზმს დიდი სტრესის წინაშე ვაყენებთ. ამასთანავე შიმშილის გრძნობა სულ თან დაგვყვება, რაც ჩვენს ხასიათსა და გუნება-განწყობაზე ნეგატიურად მოქმედებს და რაც ყველაზე ცუდია, დაკლებულ კილოგრამებსაც მალევე ვინაზღაურებთ.
ალბათ ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ არსებობს გამოსავალი, რითაც შეგვიძლია თავი დავაღწიოთ დიეტის დროს შიმშილის შემაწუხებელ გრძნობას, მაცივარში ხშირი ჩაჭყიტვის გარეშე.
სტატიაში შემოგთავაზებთ იმ ნოყიერი და სასარგებლო პროდუქტების სიას, რომელიც თქვენს დიეტას საგრძნობლად გაამარტივებს და რაც მთავარია, მიგაღებინებთ სასურველ შედეგს ყოველგვარი შემაწუხებელი გრძნობის გარეშე.
კვერცხი
ორი მოხარშული კვერცხის მირთმევა თქვენს ორგანიზმს მიაწვდის 140 კალორიას და 12 გრ ცილას, რაც იმას ნიშნავს რომ მიიღებთ ყველა აუცილებელ ამინომჟავას. ისინი, ვინც საუზმეზე კვერცხს მიირთმევენ, მომდევნო 24 საათის განმავლობაში ბევრად უფრო ჯანსაღად გრძნობენ თავს და დღის განმავლობაში ნაკლებად არიან ჭამისკენ მიდრეკილნი, ვიდრე სხვა პროდუქტის მიღებისას.
კარტოფილი
კარტოფილი კვლავ იპყრობს მეცნიერებისა და დიეტოლოგების ინტერესს. ერთი საშუალო ზომის კარტოფილი შეიცავს 168 კალორიას, 5 გრ პროტეინს და 3 გრ ბოჭკოს. მასში შემავალი სახამებლის დიდი რაოდენობის გამო, რომელიც მონელებისას გლუკოზად გადაიქცევა, კარტოფილს შეუძლია ორგანიზმს დიდი რაოდენობით ენერგია მიაწოდოს... განაგრძეთ კითხვა