პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ლონდონში გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე მივიდნენ. ამ დღეს ქეითმა კიდევ ერთხელ გააოცა ყველა, როცა „ალექსანდრე მაკქუინის“ წითელ ორეულში გამოჩნდა. წითელი პიჯაკის ღირებულება 1800 ამერიკული დოლარია და ის ქეითს „ჯანვიტო როსის“ მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან და Chalk Jewellery-ის საყურეებთან ჰქონდა შეხამებული, რომელთა ღირებულება 93 დოლარია.
საინტერესოა, რომ საქველმოქმედო ცენტრი სახელწოდებით Shaping Us ქეითმა 2021 წელს დააფუძნა და მას შემდეგ, ცენტრი ქეითის პატრონაჟის ქვეშ ფუნქციონირებს.