კიბოს წინააღმდეგ შექმნილი კამპანიები სხვადასხვა ფორმით წარმოგვიდგება, თუმცა მათი დიდი ნაწილი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ზემოქმედებაზეა ფოკუსირებული — როგორც ინდივიდზე, ისე ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე. გარდა ამისა, დაავადება სამუშაო ცხოვრებაზეც მოქმედებს, რაც Publicis Groupe-ის ახალ კამპანიაშიც ჩანს.
კამპანია გასულ თვეში წამოიწყო, ის მოიცავს გარე და ციფრული რეკლამების სერიას. თითოეული მათგანი იმას შთაგვაგონებს, რომ კაცობრიობის თითქმის ნახევარს ერთხელ მაინც უწევს ამ დიაგნოზთან გამკლავება და ჩვენ ყველანი ვალდებულები ვართ, მათ მხარი დავუჭიროთ.
აღსანიშნავია, რომ კამპანია კიბოს მსოფლიო დღისთვის (4 თებერვალი) შეიქმნა.