2 კვირაზე ნაკლები დრო დარჩა ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებამდე. ინფრასტრუქტურის ნაწილში ყველა ძირითადი სამუშაო, პრაქტიკულად, დასრულებულია. ბოლო ეტაპზეა სპორტსმენთა სოფლის მშენებლობა და მოწყობა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატის სათანადო ორგანიზებისთვის უწყებათაშორის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. შეხვედრაზე, ჩემპიონატის საორგანიზაციო, სატრანსპორტო - ლოგისტიკური და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.