რუსეთმა ლარსის საზღვარი დახურა. როგორც რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ამის მიზეზი არის უამინდობა, რის გამოც უსაფრთხო გადაადგილება შეუძლებელი გახდა. აღსანიშნავია, რომ გზა დაიკეტა მხოლოდ რუსეთიდან გამსვლელებისთვის „შემდეგ გაფრთხილებამდე“.