საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძემ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვის თაობაზე. შალვა ხაჭაპურიძემ რატი ბრეგაძის პროცესზე დაკითხვის შუამდგომლობა მის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს დაუკავშირა. სააკაშვილის დაცვის მხარემ ყველა მოწმის დაკითხვის საკითხი მოხსნა და მხოლოდ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის, მალხაზ ურთქმელიძის დაკითხვა მოითხოვა.