პუტინის ფავორიტი კომპანია - "მეტროვაგონმაში" - სწორედ ამ კომპანიას დაუკვეთა რუსეთის პრეზიდენტმა მატარებლის მშენებლობა, რომელსაც ყირიმის ხიდზე უნდა გაევლო. ამასთან, კომპანია ჩართულია საომარი ტექნიკის წარმოებაში. სწორედ ამ კომპანიას გადაუხდის თბილისის მერია 172 მლნ ლარს. "მეტროვაგონმაშისგან" კალაძის უწყება მეტროს ვაგონებს შეისყიდის. ამისთვის კი, 49 მლნ ევრო საქართველომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან ისესხა.
მოლაპარაკებები "მეტროვაგონმაშთან“ ჯერ კიდევ 2021 წელს მიმდინარეობდა, მერიას 44 ვაგონი უნდა ეყიდა, ფულს კი EBRD იხდიდა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი, "მეტროვაგონმაშთან“ გარიგება ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა საკუთარი ინიციატივით შეწყვიტა.
Метровагонмаш-ის მფლობელია ლოკომოტივებისა და ვაგონების ერთ-ერთი უმსხვილესი გლობალური მწარმოებელი Трансмашхолдинг-ი, რომლის დამფუძნებლები და მეწილეები არიან მილიარდერები - ისკანდერ მახმუდოვი და ანდრეი ბოკარევი, რომლებიც ბრიტანეთის სანქციების ქვეშ არიან. ამასთან, გამოცემა "ინსაიდერის" ცნობით, მაჰმუდოვიც და ბოკარევიც ნასამართლევი არიან. მათ კრიმინალური ფულის გათეთრებაში ედებოდათ ბრალი. ამ ფაქტებზე საქმეები გერმანიასა და ესპანეთში იყო აღძრული 2007-2008 წლებში.
თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია Hub Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე