საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა წლის პირველ მატჩამდე ტრადიციული ღია ვარჯიში გამართა. რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველო 5 თებერვალს, 13:00 საათზე, გერმანიას ''ავჭალის სტადიონზე'' მასპინძლობს.
ბორჯღალოსნები მომავალ შეხვედრას და მთლიანად რაგბი ევროპის ჩემპიონატს 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების ეტაპად განიხილავენ. შალვა მამუკაშვილმა, რომელსაც რაგბი ევროპა 11-ჯერ აქვს მოგებული, განაცხადა, რომ აქცენტი ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხზე კეთდება. მედიასთან კომენტარი თორნიკე ჯალაღონიამაც გააკეთა, რომელიც PRO დივიზიონ 2-ში შესანიშნავ ფორმაში იყო.
„რაგბი ევროპის ჩემპიონატი ერთადერთი რეგულარული ტურნირია, რომელშიც ყოველწლიურად ვმონაწილეობთ. ამავდროულად, ჩვენ მას მსოფლიო თასისთვის მზადების ეტაპად განვიხილავთ და მნიშვნელოვანია, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე წელი გამარჯვებით დავიწყოთ“, - აღნიშნა შალვა მამუკელაშვილმა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგებას მე-14-ედ ეცდება. ქართველ მორაგბეებს ნახევარფინალამდე მარტივი გზა აქვთ, რის შემდეგაც რთული მატჩები ელით.