გიორგი მამარდაშვილის 5-მა "სეივმა" ვალენსიას ისევ ვერ უშველა - გუნდმა ლა ლიგაში ბოლო 6 მატჩიდან 5 წააგო და ერთი ფრედ ითამაშა. სუპერთასზე სამი კვირისწინანდელი მატჩისგან განსხვავებით, ვალენსიას რეალთან შანსი არც ჰქონია - 0:2. წაგებულ გუნდში გიორგი საუკეთესო იყო, მან 6.9 შეფასება დაიმსახურა.
მე-4 წუთზე მარკო ასენსიო გიორგი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ქართველმა მეკარემ ვალენსია გოლისგან იხსნა. ტაიმის კომპენსირებულ წუთებში გიორგიმ გოლი გაუშვა - კუთხურის მოწოდების შემდეგ რიუდიგერმა თავით გაიტანა, მაგრამ VAR-ზე შემოწმების შემდეგ არბიტრმა გოლი გააუქმა, რადგან ქარიმ ბენზემა მეტოქეზე დაჯარიმდა.
მატჩის ბედი სამწუთიან მონაკვეთში გადაწყდა - 52-ე წუთზე ბენზემას პასით ასენსიომ საჯარიმოს მისადგომების კუთხიდან ბრწყინვალე დარტყმით გახსნა ანგარიში. 55-ე წუთზე ვინიუსმა ნახევარი ფლანგი გაიარა და მამარდაშვილს დუელი მოუგო.
ვალენსიას 20 ქულა აქვს, მე-14 ადგილზეა, და გასავარდნ ზონასთან მხოლოდ ერთი ქულა აშორებს.