სერია A-მ იანვრის საუკეთესო გოლი დაასახელა - 29 იანვარს "ესტადიო დიეგო მარადონაზე" მე-16 წუთზე კომბინაცია ხვიჩა კვარაცხელიამ წამოიწყო, მან ბურთი მარიო რუისთან გაითამაშა, პორტუგალიელისგან პასი მიიღო თუ არა, 21 წლის ქართველმა გარემარბმა მარცხნიდან ჩააწოდა - ბურთი ვიქტორ ოსიმენმა საოცრად მიიღო, დაამუშავა და დაუშვებლად კარში დაარტყა, სწორედ ეს გოლი გახდა იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო გოლი...
კვარაცხელია-ოსიმენის კომბინაციამ Lega Serie A-ს სოციალურ ქსელებში ფანების ყველაზე მეტი ხმა მიიღო და დამსახურებულადაც გაიმარჯვა.
"ბურთის ფანტასტიკურ კონტროლს, დიდებული დარტყმა მოჰყვა", - წერს სერია A-ს ოფიციალური საიტი.
ხვიჩასთვის ეს ჩემპიონატში მე-8 საგოლე პასი იყო ხოლო ნიგერიელი ფორვარდისთვის მე-14 გოლი და ის ბომბარდირთა დავაში ლიდერია. კვარაცხელიას 8 საგოლე გადაცემიდან 5 სწორედ ვიკტორ ოსიმენზე მოდის.
ლუჩანო სპალეტის გუნდს 4-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს და მომდევნო შეხვედრას 5 თებერვალს, სტუმრად სპეციას წინააღმდეგ გამართავს.