SAMP/T-ის საზენიტო სარაკეტო სისტემა, რომელსაც უკრაინას იტალია და საფრანგეთი ერთობლივად გადასცემენ, შეიძლება ქვეყანაში ორი თვის პერიოდში განთავსდეს, - ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ტელეკომპანია Rai-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„SAMP/T უკრაინის ტერიტორიაზე მომდევნო 7-8 კვირის განმავლობაში განთავსება", - განაცხადა იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
უკრაინაში ომის მომავალ მიმდინარეობაზე საუბრისას ტაიანიმ აღნიშნა, რომ პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ, მისი აზრით, რუსეთის ფედერაცია აუცილებლად დაიწყებს არსებული რთული სიტუაციიდან გამოსავლის ძებნას და, შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოება თავი უნდა მიუძღვნას უკრაინის დამოუკიდებლობის დაცვას და იმუშაოს მშვიდობის მისაღწევად.