ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ანგარიშს საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გამოეხმაურა. ჰერჩინსკი საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო სამსახურს ულოცავს ადადებითი ანგარიშის გამოქვეყნებას და ამბობს, რომ ცალკეული მიმართულებით საჭიროა მეტი მუშაობა, ევროკავშირი კი მზად არის რომ საქართველოს სახელმწიფო სამსახურს წინსვლაში დაეხმაროს.
ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ მინისტრიც. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. მისივე თქმით, ანგარიში მკაფიოდ ასახავს საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე.