ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე მორიგი სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. დღევანდელ პროცესე დაცვის მხარე შუამდგომლობას დააყენებს, რომ მოწმეთა სიაში იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე შეიყვანონ. დღესვე პენიტენციური სამსახური დაიწყებს საკუთარ მოწმეთა გამოკითხვას, რომელთა შორისაა "ვივამედის" სამედიცინო დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე.