პოლიტიკის მიმომხილველი თამარ ჩერგოლეიშვილი პარტია "ევროპული საქართველოს" მინუსებზე წერს და იმ ადამიანებს ასახელებს, რომლებიც მათ სიაში არ უნდა ყოფილიყვნენ.
"რაღაც ვიდეოს გადავაწყდი, თქვენი სიიდან ოთხი კაცი პარლამენტშია და ეგ რანაირი ბოიკოტიაო.კი, ეს ევროპული საქართველოს მინუსია.
ევროპული საქართველოს მინუსია რომ თავის რიგებში ყავდა ისეთი სამარცხვინო პერსონაჟი, როგორიც დავით ბაქრაძეა - რომელსაც პირობა ჰქონდა დადებული, რომ თუ პარტია 6 პროცენტზე ნაკლებს აიღებს, ეგ არ შევა და რაღაც სამარცხვინო სადღეგრძელოებს სვამდა პრივილეგიების დათმობაზე.
ევროპული საქართველოს მინუსია რომ არმაზ ახვლედიანი ამოიღო რაღაც ნაფტალინიანი სუნდუკიდან და სიაში ჩასვა.
ევროპული საქართველოს მინუსია, რომ ტარიელ ნაკაიძეს ენდო, რომელსაც საერთოდ არ ეკუთვნოდა შესვლა (შიდა პარტიული შეთანხმებით მოძრავი სია ჰქონდათ და ტარიელმა ვერ მოაგროვა საკმარისი - კაკო ბობოხიძისთვის ან გიგი წერეთლისთვის უნდა დაეთმო)იგივეა - შალვა შავგულიძეც.
მეხუთე მანდატი შეგვეძლო ისე გამოგვეყენებინა, როგორც ჰერმან საბომ გამოიყენა და ზურას ნაცვლად შევიდა - მაგრამ არ გამოვიყენეთ (მოხარული ვარ, რომ ელენემ ამაში მაინც გაამართლა).
კი, პრობლემა იყო რომ ასეთი უპირო პერსონები გავაძლიერეთ ჩვენი ამომრჩევლის მხარდაჭერით.მათ შორის, ამომრჩევლის ასეთიუპატივცემლობის გამო ამ პარტიამ პასუხი აგო და ნულიდან აშენებს ახალ ორგანიზაციას.დიდი ბოდიში. აღარ ვიზამთ.მაგრამ ეს იმ პარტიებს როგორ ამართლებს, ვინც ხალხისთვის მიცემული სიტყვა გატეხა და ევროპულ საქართველოსკენ იშვერს ხელს - ჩემთვის გაუგებარია - რავი, გაწყვიტეთ თქვენც ჩვენსავით კავშირი უპირო გვამებთან და მერე ილაპარაკეთ," - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.