ვენეციის კომისია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე მოსაზრებას 10-11 მარტს მოამზადებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიასა სამართლებრივი მოსაზრებისთვის, "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი 2022 წლის 1 დეკემბერს გადაუგზავნა. პარლამენტს კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე მიღებული აქვს. ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში წარადგინა. მსგავსი ანალიტიკური ანგარიშები გადაეგზავნათ უკრაინასა და მოლდოვასაც, რომელთა მიხედვითაც გარკვეული რეფორმების მიმართულებით საქართველო მოწინავე მდგომარებაშია.