ევროკავშირ-უკრაინის სამიტის პირველი დღე. ევროკავშირის ლიდერები უკრაინაში იმყოფებიან. სამიტზე განხილვის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი, ქვეყნის სამხედრო დახმარების გაძლიერება, უკრაინის ევროპული პერსპექტივა და რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესება იქნება.
უკრაინის პირველი პირების განცხადებით, სამიტზე ევროკავშირის ლიდერებისგან გადამწყვეტ ნაბიჯებს, მათ შორის უკრაინის ევროპულ ოჯახში გაწევრიანების კუთხით, გადამწყვეტ ნაბიჯებს ელიან.