რუსეთის სტრატეგიული მარცხი უკვე აშკარაა, თუმცა შეტევითი მოქმედებების მცდელობისთვის მტერს რესურსები ჯერ კიდევ აქვს, - ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციულ ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისთვის პარტნიორების დახმარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვეს. მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს გაზარდოს ზეწოლა და განახორციელოს უფრო მეტი შეტევითი მოქმედება დონბასის მიმართულებით, თუმცა დამპყრობლის არცერთი ქმედება პასუხის გარეშე არ დარჩება.