აბაშიძე-კარასინის საუბრის ჩანაწერის გასაჯაროებას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკოსებისგან. ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის აზრით, რუსეთი ახალ დერეფანს გავლენის სფეროს გასაზრდელად ეძებს. გია ვოლსკის შეფასებით კი, საჭირო იყო ეს კომუნიკაცია, რათა მხარეებს განეხილათ ის რთული სიტუაცია რომელიც იმ პერიოდში ლარსზე არსებობდა.