BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის პროგრამის კურსი ჩატარდა, ის Apple-ისთვის პროგრამული ენის შესწავლას ისახავს მიზნად. კურსი BTU-ს მიერ სრული დაფინანსებით ჩატარდა უნივერსიტეტში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით შექმნილ iOS ლაბორატორიაში. დამწყები კანდიდატებისთვის, Apple-ის მიერ შექმნილი Swift Playgrounds პლატფორმა ამოქმედდა, რომელიც ინტერაქტიური ფაზლებით და სათამაშო პერსონაჟებით, სახალისო ტექნიკებით შეასწავლის Swift პროგრამირების საფუძვლებს.
Apple-ის მიერ შექმნილი სასწავლო მასალა, რესურსები, ინტერაქტიური მეთოდოლოგია და ტექნოლოგია 10 დან 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის ბენეფიციართათვის იყო ხელმისაწვდომი. პირველ ნაკადზე მოხდა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეების გადამზადება. კურსი ხანგრძლივობა 3 თვე იყო და მის ფარგლებში ბენეფიციარები Swift-ის მიმართულებით სამომავლო საერთაშორისო სერტიფიცირებისთვის მოემზადნენ.
Swift პროგრამული ენაა, რომლის გამოყენებით იქმნება მსოფლიოში ყველაზე პოპულარული აპლიკაციები iPhone-ის, iPad-ის, Mac-ის, Apple TV-ის და Apple Watch-ისათვის.ლაბის ფარგლებში გადამზადებულმა კანდიდატება უკვე შეისწავლეს Xcode IDE-ს გარემოში მუშაობა, Swift პროგრამირების ენა, iPhone-ის და iPad აპლიკაციების შექმნა, აპლიკაციების შესაბამის მოწყობილობებში ტესტირება და აპლიკაციის App Store-ზე განთავსების მეთოდები. აღნიშნული გადამზადებული კანდიდატები ბავშვების სწავლების პროცესში ჩაერთვებიან.