ნებისმიერი პრეზიდენტი არის ადამიანი, მაგრამ ასევე - ინსტიტუტი, - წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი “ტვიტერის” პირად გვერდზე.
პოდოლიაკი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მიზნით გათავისუფლებას ითხოვს და მზაობას გამოხატავს, პირადად „წაიყვანოს“.
“ნებისმიერი პრეზიდენტი არის ადამიანი, მაგრამ ასევე - ინსტიტუტი. ქვეყანა, რომელიც საკუთარ თავს უფლებას აძლევს ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მოკლას თავისი ყოფილი ლიდერი, სჩადის ისტორიულ ცოდვას, რომლის ამორეცხვაც რთული იქნება. არ დაუშვათ, რომ ეს მოხდეს. გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ. მე მზად ვარ პირადად წავიყვანო იგი. გააკეთეთ ეს”, - წერს პოდოლიაკი და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ფოტოს აქვეყნებს.