ევროკავშირის ლიდერები უკვე უკრაინაში იმყოფებიან. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი კიევს დღეს ეწვივნენ. ლიდერებმა უკვე გამართეს შეხვედრები ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან. რა მესიჯები კეთდებოდა დღის განმავლობაში ლიდერების მხრიდან და როგორია უკრაინის მოლოდინები დაგეგმილ სამიტთან დაკავშირებით.