საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძე მრავალ ეროვნული სწავლების „ზამთარი 2023“ საპატიო სტუმართა დღეს დაესწრო. სტუმრებს თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა, ყარსში უმასპინძლა. სწავლების მონაწილეებს სიტყვით თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიმართა. მან საერთაშორისო თანამშრომლობისა და რეგიონალური და მსოფლიო მასშტაბით უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრა.