ენდიაის კვლევა, რომელიც საქართველოში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობას ასახავს. ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევით დგინდება, რომ საზოგადოებაში მთავრობის მუშაობის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება გაიზარდა, თუმცა გამოკითხული მოქალაქეები ისევ სიღარიბის მაღალ დონეზე, უმუშევრობაზე და ფასების ზრდაზე მიუთითებენ. კვლევაში მოხვდა პოლიტიკური რეიტინგიც. როგორია ენდიაის უახლესი კვლევა და ვინ როგორ აფასებს გამოქვეყნებულ შედეგებს.