კლინიკა ვივამედში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად გიული ალასანია მივიდა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა რადგან მას საკვების მიღება არ შეუძლია. ალასანიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი მიზანია მიხეილ სააკაშვილი საერთოდ აღარ არსებობდეს. კლინიკა „ვივამედის“კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე კი ცენტრ „ემპათიას“ და მის ხელმძღვანელს, მარიამ ჯიშკარიანს მოუწოდებს, „ნუ ეთამაშებიან პაციენტის სიცოცხლეს და მას გაუფრთხილდნენ“. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ ცენტს „ემპათიას“ რეკომენდაციებს ასრულებს და არ ითვალისწინებს კლინიკა „ვივამედის“ ექიმების მიერ გაცემულ რჩევებს.