გიორგი გახარიას პარტიამ "საქართველოს თვის"პარლამენტში ახალი რეზოლუცია დაარეგისტრირა. რეზოლუციის ტექსტის მიხედვით, რეგიონში გაზრდილი რისკების გამო რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს მხრიდან სავიზო რეჟიმი უნდა დაწესდეს. პარტიაში ამბობენ, რომ რეზოლუციის მიღების შემთხვევაში, ის საქართველოს მთავრობას წარედგინება და დაევალება რომ რეზოლუციის შინაარსი მხედველობაში მიიღოს. უკვე ცნობილია, რომ დოკუმენტს ქართული ოცნების მხარდამჭერა არ ექნება. ამასთან „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეების „უკონტროლო შემოდინება“ საქართველოში პირდაპირი საფრთხეა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. გახარია მოუწოდებს მთავრობას, მიიღოს „სასწრაფო ზომები“.