55 წლის იაპონელი ფეხბურთელი კაზუიოში მიურა კარიერას პორტუგალიაში გააგრძელებს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მიურა, რომელიც აქამდე ჯეი-ლიგის კლუბ „იოკოჰამაში“ თამაშობდა, პორტუგალიურ „ოლივეირენსეში“ იჯარით გადავიდა. ეს უკვე მეექვსე ქვეყანა, სადაც მიურას ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში უთამაშია - ბრაზილიის იაპონიის, იტალიის, ხორვატიასა და ავსტრალიას შემდეგ. მას მსოფლიოს უხუცეს ფეხბურთელს ეძახიან.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემთვის ახალი ადგილია, ბევრს ვიმუშავებ, რათა ყველას ისეთი თამაში ვაჩვენო, რომლისთვისაც ცნობილი ვარ“, - განაცხადა მიურამ, რომელიც 26 თებერვალს 56 წლის გახდება.
მანამდე ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ კარიერას 60 წლამდე არ დაასრულებს. იაპონიის ნაკრების შემადგენლობაში მან 89 მატჩი ჩაატარა და 55 გოლი გაიტანა