ბიონსემ თავისი ალბომის Renaissance მხარდასაჭერად მსოფლიო ტური დააანონსა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ტურის ფარგლებში სულ 43 კონცერტი გაიმართება, პირველი შოუ კი 10 მაისს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ჩატარდება. სულ ევროპაში მომღერალი 12 კონცერტს გამართავს, დანარჩენი შოუები კი აშშ-ში გაიმართება.
ეს ბიონსეს პირველი სოლო-ტური იქნება 2016 წლის შემდეგ.