პირველი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლები საავტობუსე ზოლში მგზავრის აყვანა-ჩამოსმას შეძლებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.