საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს. მისი თქმით, როცა საზღვარზე სატრანსპორტო თვალსაზრისით ფორსმაჟორული სიტუაცია იქმნება, მაშინ რუსული და ქართული მხარე ერთმანეთს ყოველთვის უკავშრდება და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
გამოქვეყნებული ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე და კარასინი ახალი მაგისტრალის მშენებლობის შესახებ საუბრობენ. თემას გამოეხმაურა აშშ-ს ელჩი საქართველოში. კელი დეგნანი ფიქრობს, რომ ქართველების უდიდესი ნაწილი რუსეთთან დაახლოებით ახლა დაინტერესებული არ არის.
რაც შეეხება თავად ოკუპანტი ქვეყნის პოზიციას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთს სურს, საქართველო რუსეთის გამაღიზიანებლად გადააქციოს. ლავროვის განმარტებით, საქართველოს მთავრობა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნის თაობაზე დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს.