საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ბლუმბერგთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ ისეთ ცალკეულ შემთხვევას, როგორიც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაა, ქვეყნის ევროპულ მომავალზე გავლენა არ უნდა ჰქონდეს.
როგორც "ბლუმბერგი" წერს, "სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, ინტერვიუში არ საუბრობს თავის გეგმებზე.პრეზიდენტმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყანა ვერ დაუშვებს კიდევ ერთ მარცხს ამ საკითხში.