"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და მისი გუნდი ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებით მთავარი თემა, რაზეც ელჩთან ისაუბრეს ევროინტეგრაციას და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხებოდა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ დასავლეთთან აქტიური და კოორდინირებული თანამშრომლობა საბოლოო ჯამში ექსპრეზიდენტის გათავისუფლებას გამოიწვევს.