ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება, რომლის ფარგლებშიც, მუნიციპალიტეტი 20 მარტიდან ძველი სისტემით ა კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემას შეწყვეტს; 1-ლი აპრილიდან ერთჯერადად მუნიციპალიტეტი გასცემს ახალი სისტემით A კატეგორიის ნებართვებს; შეიქმნება A კატეგორიის ტაქსებს ნებართვის ბაზარი; 1-წლიანი A კატეგორიის ნებართვები გახდება უვადო; დაშვებული იქნება A კატეგორიის ნებართვებით ვაჭრობა - ყიდვა/გაყიდვა, იჯარით გაცემა; A კატეგორიის ნებართვის მქონე ტაქსების ბაზარზე ფიზიკური პირების გარდა შემოვლენ ასევე იურიდიული პირებიც.
თემაზე სასაუბროდ გადაცემა "საქმის" სტუმარია თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი