"საქმე" - რა იცვლება ტაქსის მფლობელებისთვის 1-ლი აპრილიდან? - Palitra News

"საქმე" - რა იცვლება ტაქსის მფლობელებისთვის 1-ლი აპრილიდან?

2023-02-02 13:54:22+04:00

ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება, რომლის ფარგლებშიც, მუნიციპალიტეტი 20 მარტიდან ძველი სისტემით ა კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემას შეწყვეტს; 1-ლი აპრილიდან ერთჯერადად მუნიციპალიტეტი გასცემს ახალი სისტემით A კატეგორიის ნებართვებს; შეიქმნება A კატეგორიის ტაქსებს ნებართვის ბაზარი; 1-წლიანი A კატეგორიის ნებართვები გახდება უვადო; დაშვებული იქნება A კატეგორიის ნებართვებით ვაჭრობა - ყიდვა/გაყიდვა, იჯარით გაცემა; A კატეგორიის ნებართვის მქონე ტაქსების ბაზარზე ფიზიკური პირების გარდა შემოვლენ ასევე იურიდიული პირებიც.

თემაზე სასაუბროდ გადაცემა "საქმის" სტუმარია თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი