BUSLINE-ის გადაკვეთის გამო გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 226%-ით გაიზარდა. მხოლოდ გასული წლის განმავლობაში, ბიუჯეტში, ავტობუსის ზოლში (BUS LINE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის, გაჩერების ან დგომისათვის ჯარიმის სახით 4 462 325 ლარი შევიდა, ეს კი 3-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებში ვკითხულობთ, 2021 წელს იგივე ჯარიმების სახით ბიუჯეტში 1 368 738 ლარის აკუმულირება მოხდა.
ცნობისათვის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო ტრანსპორტის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა ითვალისწინებს 100 ლარიან ჯარიმას.