კარასინი-აბაშიძის აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ პარტია "ლელო" ზურაბ აბაშიძეს პარლამენტში იბარებს. განცხადება სალომე სამადაშვილმა გააკეთა. პარტიები დროა, გირჩი-მეტი თავისუფლება და სტრატეგია აღმაშენებელი კი თვლიან, რომ კარასინი-აბაშიძის ფარული ჩანაწერი დანაშაულს ამტკიცებს. მათ ეჭვი აქვს, რომ ფარული საუბრები, რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენება.