დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა განვლილი ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ გახსნა. მისი თქმით, მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების საქმეში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობით, ქვეყანაში არაერთი წარმატებული ინიციატივა განხორციელდა.
2022 წლის ანგარიშში ყურადღება გამახვილდა გეგმურ იმუნიზაციაზე, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის კოლაბორაციული ცენტრის მნიშვნელობაზე, თამბაქოს კონტროლის გაძლიერებასა და სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე.
შემუშავდა ტუბერკულოზის კონტროლის 2023-2025 წლების სტრატეგია და დაინერგა დაავადების დიაგნოსტიკის ახალი ალგორითმები. შეხვედრაზე 2023 წლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებიც განიხილეს.