ოპოზიციური პარტიების ნაწილი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოში მაღალი მორალური ავტორიტეტით სარგებლობს, შესაბამისად, მისი მხრიდან მიხეილ სააკაშილის საკითხის საერთაშორისო დონეზე წამოწევა ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლას გაზრდის.
პარტია დროას, სტრატეგია აღმასშენებლისა და გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერების განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს კარგად ესმით, რომ ექსპრეზიდენტის ღირსების შელახვა ვლადიმირ პუტინის ინტერესია. მათივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხის სამართლებრივად გადასაწყვეტად გარე ზეწოლა დამატებით ბერკეტი იქნება.