თურქეთის სუპერლიგის მე-20 ტურში "ჰათაისპორი" გასვლაზე "გაზიანტეპთან" დამარცხდა. საბა ლობჟანიძე „ჰატაისპორის სასტარო შემადგენლობაში იყო და ის მე-60 წუთზე შეცვალეს. საქართველოს ნაკრების ნახევრმცველმა ზედიზედ მეორე მატჩში გააკეთა საგოლე გადაცემა. 27-ე წუთზე ანგარიში აიუბ ელ კააბიმ ლობჟანიძის ჩაწოდების შემდეგ გახსნა. ამის შემდეგ „გაზიანტეპმა“ 4 გოლის გატანა მოახერხა და საბოლოოდ შეხვედრა 1:4 დასრულდა.
ლობჟანიძემ თურქეთის სუპერ ლიგის მიმდინარე სეზონში ყველა შეხვედრაში მიიღო მომაწილეობა, მის ანაგარიშზე 1 გატანილი გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
"ჰათაისპორი" 20 ქულით მე-17 ადგილზეა, ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. საბას გუნდი 5 თებერვალს "კასიმპაშას" უმასპინძლებს.