ბრიტანული გამოცემის, Economist-ის ყოველწლიური „დემოკრატიის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნებს შორის რჩება. საქართველოს საერთო ქულა 5.20-ია. ქვეყანა რეიტინგში 90-ეა და წინა წელთან შედარებით, პოზიცია 1-ით აქვს გაუმჯობესებული. ავტორიტარული რეჟიმები რჩება რუსეთში, ბელარუსში, აზერბაიჯანსა და შუა აზიის იმ ქვეყნებში, რომლებიც დსთ-ს წევრები არიან.