ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას არ აპირებს. მისი თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას და ამ თემამ სერიოზული უთანხმოება გამოიწვია წევრ ქვეყნებს შორის. „ბიბისის“ ცნობით, ჯერ მხოლოდ საფრანგეთმა გამოთქვა მზაობა, კიევს სამხედრო თვითმფრინავები მისცეს. უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემის საკითხს განიხილავენ ვაშინგტონშიც.