მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურებიან ევროპარლამენტშიც. ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანონ. მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობამ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია და შესაბამისად, პოლიტიკური განხილვის დრო აღარ არის.
ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის განცხადებით კი, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უნდა მიეცეს უფლება, დაუყოვნებლივ გაიაროს მკურნალობა საზღვარგარეთ. ამის შესახებ განცხადება მან სააკაშვილის ფოტოებთან ერთად „ტვიტერზე“ გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ევროპის სახალხო პარტია ამ საკითხზე ევროპარლამენტში პლენარულ დებატებს მხარს უჭერს.