ბავშვის ცხოვრების პირველი ხუთი წელი კრიტიკული განვითარების ეტაპია, მაგრამ კვლევის მიხედვით, მხოლოდ ადამიანთა მცირე ნაწილს ესმის, როგორ აყალიბებს ეს პერიოდი პიროვნების იდენტობას. ამჟამად დიდ ბრიტანეთში სწორედ ეს საკითხია ყურადღების ცენტრში, სადაც სამეფო ოჯახის წევრი, უელსის პრინცესა ეკატერინე, ბავშვობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიას ხელმძღვანელობს.
Shaping Us Royal Trust-ის ადრეული ბავშვობის ცენტრის გრძელვადიანი ინიციატივაა, რომელიც 2021 წელს დაიწყო. მისი მიზანია, ცხოვრების პირველი წლები განვითარების უფრო მნიშვნელოვან სოციალურ პრიორიტეტად აქციოს. 90-წამიანი ვიდეორგოლი გოგონას შესახებ მოგვითხრობს, სახელად ლაილა — მთელი სიუჟეტი ნაყოფის პირველი წამებიდან 5 წლამდე ვითარდება. დროთა განმავლობაში ლაილას სამყარო ფართოვდება და უფრო სრულყოფილი ხდება; მეხუთე დაბადების დღეზე კი მისი ფიგურა მეტად მყარია, სამყარო კი ფერადდება.
„ორსულობიდან ხუთ წლამდე ჩვენი ტვინი სულ უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ სხვა დროს. სხვა სიტყვებით, ჩვენი ადრეული ბავშვობა ზრდასრულობას განსაზღვრავს“, — ასეთია რეკლამის მთავარი აზრი.
კამპანია შეიქმნა ლონდონის Wonderhood Studios-ის მიერ.