ინგლისელმა მსახიობმა ფიბი დაინევორმა დაადასტურა, რომ მისი პერსონაჟი - დაფნი, Netflix-ის პოპულარული სერიალის „ბრიჯერტონის“ მესამე სეზონში არ გამოჩნდება. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
„სამწუხაროდ, მესამე სეზონში არ ვარ. მოუთმენლად ველი როდის შევძლებ მის ნახვას, ამჯერად მხოლოდ მაყურებლის როლში“, - განაცხადა მსახიობმა. მისივე თქმით, შესაძლოა მაყურებელმა დაფნი შოუს შემდეგ სეზონებში იხილოს.
დაინევორი „ბრიჯერტონის“ პირველი სეზონის მთავარი გმირი იყო, რეგე-ჟან პეიჯთან ერთად, რომელმაც შოუში ჰერცოგ საიმონ ბასეტის როლის შეასრულა. პეიჯი სერიალის მეორე სეზონში არ დაბრუნებულა, თუმცა დაინევორს შედარებით მცირე როლი ჰქონდა.
„ბრიჯერტონის“ მესამე სეზონის პრემიერის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია. სერიალის სცენარი ამერიკელი ავტორის, ჯულია ქუინის რომანებზე იქნება დაფუძნებული და ამჯერად სიუჟეტის ცენტრში კოლინ ბრიჯერტონისა და პენელოპი ფეზერინგტონის ისტორია იქნება. მთავარ როლებს სერიალში ასრულებენ: ლუკ ნიუტონი, ნიკოლა კოჰლანი, ჯონათან ბეილი, სიმონ ეშლი, კლაუდია ჯესი, აჯოა ანდოჰი, ლუკ ტომპსონი და სხვები.