იაპონიის მთავრობა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის170 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს - Palitra News

იაპონიის მთავრობა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის170 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

2023-02-01 20:17:59+04:00

იაპონიის მთავრობა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 170 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა. კუბრაკოვმა დააზუსტა, რომ დახმარება იაპონელი პარტნიორების მიერ აღდგენისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების მიწოდებას მოიცავს.