მზადება ევროკავშირ-უკრაინის სამიტისთვის აქტიურ ფაზაში შედის. უკრაინის პრეზიდენტი სამიტის მნიშვნელობას ხაზს უსვამს და აცხადებს, რომ უკრაინა ევროკავშირის წარმომადგენლებისგან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ელის. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამიტზე აქტიურად განიხილება აგრესორი ქვეყნის შემდგომი, მოსალოდნელი ქმედებები და უკრაინის მხრიდან ოკუპანტის საპასუხო ნაბიჯები. უკრაინას როგორც ევროკავშირში ასევე ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს. ფაინენშალ თაიმსის ცნობით, უკრაინის „ნატოში“ გაწევრიანებასთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა ევროდეპუტატების ნაწილის მხრიდან, ისინი ბრიუსელს მოუწოდებენ უკრაინას ნატოში სწრაფი გაწევრიანების და 2026 წელს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არარეალური მოლოდინები არ გაუჩინოს. საკითხთან დაკავშირებით, კომენტარს ჩეხეთის პრეზიდენტი აკეთებს, მისი თქმით, უკრაინა ნატოში გაწევრიანებას იმსახურებს.